ავტორი თამუნა ნათაძე
ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურების მიზეზად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ევროკავშირის შიდა პრობლემები დაასახელა. ამ პრობლემების შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე „რეპორტიორს" ესაუბრა.
„ძირითადი პრობლემა იყო ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების მიძალება, ჩვენგან განსხვავებით, უკანონოდ შესული მიგრანტების უკან დაბრუნდება ხშირად ვერ ხერხდება. ამ პრობლემამ და მოსალოდნელმა რისკებმა გამოიწვია ეს შეფერხება, ამიტომ გადაწყვიტეს, კონკრეტული სახელმწოფოს მხრიდან პრობლემების გაჩენის შემთხვევაში მას შეუჩერონ უვიზო რეჟიმი. ეს წესი არ იყო შემუშავებული და ამან დააყოვნა მთლიანად ეს პროცესი, ძირითადი მიზეზი გახლდათ ეს. ახლა უკვე ეს წესი შემუშავებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დაუბრკოლებლად უნდა დასრულდეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.