logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციას და შს სამინისტროს, ის ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს
- +

1 აგვისტო. 2023. 11:21

 

 

როდესაც გივი თარგამაძე უპირისპირდება პოლიციას და შს სამინისტროს, ის ამით აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ნაცმოძრაობა პრინციპულად დაპირისპირებულია ყველაფერთან, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან, სამშობლოსთან და ა.შ. ეს არის უბრალოდ მორიგი გამოვლინება. ისინი სახეს კარგავენ ხოლმე და ბოლომდე ავლენენ საკუთარ თავს ასეთი განცხადებებით, რაც არავის უკვირს თავისი არსით ნაცმოძრაობა და მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ეს ვლინდება მათ პროვოკაციებში და ეს ვლინდება მათ განცხადებებშიც“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

ბათუმში иди на хуй корабль-ის დამცველო პოლიციელებო, რაც მე თქვენ აქამდე წლები გელოლიავეთ და აწი მოისმინეთ: თითოეულო, გვარებით, სახელებით, პირადი ნომრებით, განურჩევლად ყველა - თქვენზე მონების ძახილი თქვენი ცხონებაა“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner