logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეოპოლიტიკური მიღწევა
- +

1 აგვისტო. 2023. 11:39

 

 

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეოპოლიტიკური მიღწევა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით.

 

მნიშვნელოვანია ყველა რესურსის ათვისება, რომელიც ამ პარტნიორობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. ბუნებრივია, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა სათანადოდ იყოს რეალიზებული. ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. რაც შეეხება ვალდებულებებს, აქ მთავარია, რომ დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა იქნება ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად მომგებიანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

 

31 ივლისს გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ასევე პეკინში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner