logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ბათუმის აქციაზე: არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა
- +

1 აგვისტო. 2023. 11:54

 

 

არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა. ძალადობა ხომ იყო იქ? კვერცხების სროლა და ა.შ. ესეც ძალადობაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბათუმში გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამ კონტექსტში „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიების დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

 

ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს. 7-8 ივლისს იყო უხეში ძალადობა, გუშინ იყო შედარებით რბილი ძალადობა, მაგრამ ძალადობა ძალადობაა. იქ 3 ათასი კაცი იყო შეკრებილი, ლისზე და არ იყო არცერთი პარტიის წარმომადგენელი შეკრებილი. ხალხის პროტესტი არავის დაურქმევია ამისთვის. მაგრამ როცა 150 კოლექტიური ნაციონალი იკრიბება სადღაც და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს...“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner