logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველა ნაბიჯი იდგმება ყოველთვის იმისთვის, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა, კანონი ოკუპაციის შესახებ
- +

1 აგვისტო. 2023. 11:47

 

 

ყველა ნაბიჯი იდგმება ყოველთვის იმისთვის, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა, კანონი ოკუპაციის შესახებ”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს ხალხი ბათუმში და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს.

 

ამოსავალი წერტილი არის კანონი ოკუპაციის შესახებ და ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს სათანადოდ და მყარად ამ კანონის დაცვა ყოველ ჯერზე. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი იდგმება ყოველთვის იმისთვის, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა, კანონი ოკუპაციის შესახებ. ამის მიუხედავად განხორციელდა მარტივი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ სტილში. მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს ხალხი ბათუმში და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. ეს იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამაში შედის პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას“ პარტია, „ევროპული საქართველო“. ისინი იდგენ იქ. ამდენმა პარტიამ მთელი საქართველოდან ძლივს მოაგროვეს 150 კაცი და გუშინ ნახეთ თბილისში აქცია, ასევე ძლივს მოაგროვეს რამდენიმე ათეული ადამიანი. საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას აქვს რაციონალური მსჯელობის შესაძლებლობა, საშუალება და უნარი და ამის გამოა, რომ ვერავის ვერ მიიყვანეს იქ საკუთარი აქტივის გარდა, აქტივიც კი ვერ მიიყვანეს. მთელი საქართველოდან სულ რომ 150 კაცს მოუყრი თავს, ეს აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება საღ აზრზეა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner