logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი
- +

1 აგვისტო. 2023. 11:54

 

 

რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

იხილეთ განცხადებები, რუსი ტურისტები საერთოდ არ უნდა შემოვიდნენო. მე არ ვიცი, ვინმე ეთანხმებით ამას? დარწმუნებული ვარ, არავინ ეთანხმებით. მაგალითად, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner