logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მათგანი შეიძლება ერთმანეთთან გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ერთმანეთს უწოდებდნენ თაღლითებს, თვალთხარიებს, კრიმინალებს და ა. შ.
- +

1 აგვისტო. 2023. 11:58

 

 

უპრინციპო ხალხია, არავითარი პრინციპები, ღირებულებები არ აქვთ და ნებისმიერი მათგანი შეიძლება ერთმანეთთან გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ერთმანეთს უწოდებდნენ თაღლითებს, თვალთხარიებს, კრიმინალებს და ა. შ.“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ხოშტარია, რომელიც დადის ჯერ კიდევ 20 %-იანი ატრიბუტიკით, გახარიასთან თავისუფლად გაერთიანდება.

 

რეალურად არცერთს არ აქვს პრინციპები და ღირებულებები, მაგალითად რომ ავიღოთ ხოშტარია და გახარია, ხოშტარია, რომელიც დადის ჯერ კიდევ 20 %-იანი ატრიბუტიკით, გახარიასთან თავისუფლად გაერთიანდება. გახსოვთ იგივე დაპირისპირება გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძეს შორის, ერთი ამბობდა, რომ ის თაღლითია, მეორე ამბობდა, რომ თვალთახარიაა და ა.შ. ძალიან მარტივად გაერთიანდებიან თუ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესი იქნება. ანუ, უპრინციპო ხალხია, არავითარი პრინციპები, ღირებულებები არ აქვთ და ნებისმიერი მათგანი შეიძლება ერთმანეთთან გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ერთმანეთს უწოდებდნენ თაღლითებს, თვალთხარიებს, კრიმინალებს და ა. შ. ნებისმიერთან შეიძლება გაერთიანდნენ, რადგან ესენი სინამდვილეში არა პოლიტიკური პარტიები არიან, არამედ ისინი არიან გარკვეული სქემის ნაწილი, რასაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner