logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, მთავარია გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი დადგეს 2024 წლის ოქტომბერში და ეს განაჩენი უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა
- +

1 აგვისტო. 2023. 12:02

 

 

მთავარია გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი დადგეს 2024 წლის ოქტომბერში. ეს უნდა იყოს არა ერთ-ერთ მორიგი განაჩენი, არამედ გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ გამოუტანს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მოლდოვაში დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალია, აქედან გამომდინარე მარტივია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, დეპუტატების დაჭერა და ა.შ. საქართველოში ბევრად მაღალია დემოკრატიის ხარისხი, შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები სხვა წესით მიიღება, სხვა ხარისხითა და სტანდარტით წარიმართება.

 

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, მთავარია გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი დადგეს 2024 წლის ოქტომბერში და ეს განაჩენი უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა. მაგრამ ეს უნდა იყოს არა ერთ-ერთ მორიგი განაჩენი, არამედ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს „ნაცმოძრაობას“. ეს ბევრად უფრო გამარტივებულია იმ პირობებში, როდესაც ხაბეიშვილია პარტიის თავმჯდომარე, ვაშაძე დაუწყვილეს ახლა ხაბეიშვილს და ა.შ. ბევრად უფრო მარტივი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის სწორი ანალიზის გაკეთება და ამ გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა, რაც აუცილებლად უნდა დადგეს 2024 წლის ოქტომბერში“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner