logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არჩევნებზე ერთიანი სიით გავა, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივი იქნება
- +

1 აგვისტო. 2023. 12:48

 

 

ირაკლი კობახიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებაზე წერს და გიორგი ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილს ადარებს. ამ თემაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

კობახიძე ეთანხმება შათირიშვილს იმ მოსაზრებაში, რომ თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არჩევნებზე ერთიანი სიით გავა, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუმარტივდება.

 

ძალიან ლოგიკურად ჟღერს ის, რომ ვაშაძე მინი-სააკაშვილია. ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის მისი მინი-ვერსია. რა თქმა უნდა, თუ „ნაცმოძრაობა“ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე ეს ბევრად უკეთესი იქნება, იმიტომ, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“. დღეს ცდილობენ სხვადასხვა პარტია დაირქვან. გაერთიანდა ორი პარტია - „ნაცმოძრაობა“ და ვაშაძე. სინამდვილეში ორივე „ნაცმოძრაობაა“ და დარჩა კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც რეალურად კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ - იგივე „ლელო“, იგივე გახარია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“. სინამდვილეში ყველა ეს პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ისედაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გავა ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება“, - მიიჩნევს კობახიძე.

 

ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: „ცოტა ხნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში გიორგი ვაშაძის დაბრუნების შესახებ გვამცნო. აშკარაა, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, ნაციონალები და მათი პატრონები ულიდერობაზე ნერვიულობდნენ და ვაშაძის წინა პლანზე წამოწევა ამ ნერვიულობის ლოგიკური გამოძახილია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner