ავტორი თამუნა ნათაძე
„ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობების შექმნას გეგმავს", - ეს განცხადება „ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. ამ ინფორმაციას „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ეხმიანება.
„საერთოდ არ არის ის მასშტაბი, რომ ვილაპარაკო, თითქოს რამე დიდია მოსალოდნელი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათი მხრიდან პროვოკაციები მოსალოდნელია. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც რაღაც გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, იდგნენ გარეთ კუნთმაგარი ახალგაზრდების ჯგუფი და რამდენიმე ქალბატონიც, ცდილობდნენ გარკვეულ არეულობებს, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო მათ ეს არ გამოუვიდათ", - განაცხადა ვოლსკიმ.