logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: გივი თარგამაძეს ყველა იცნობს საქართველოში თავისი „ინტელექტითა“ და „კულტურული გამოთქმებით
- +

1 აგვისტო. 2023. 16:12

 

 

მისი გამოსვლები საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, არის სულ ნეგატიური, აგრესიული და შეურაცხმყოფელი „მუქარის შემცველი ტონი, სამწუხაროდ, ყოველთვის შეინიშნებოდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების განცხადებებში. ამ შემთხვევაში გივი თარგამაძის მხრიდანაც იგივე მოვისმინეთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, გივი თარგამაძემ პასუხი უნდა აგოს იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მან ქართველ სამართალდამცავებს მიაყენა.

 

გივი თარგამაძეს ყველა იცნობს საქართველოში თავისი „ინტელექტით“, „კულტურული გამოთქმებით“ და ასე შემდეგ. მისი გამოსვლები საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, არის სულ ნეგატიური, აგრესიული და შეურაცხმყოფელი. კარგია, რომ ასეთი ხალხი თავს იჩენს, რამდენიმე დღის წინ დარჩიაშვილმა გამოიჩინა, იმის წინ - თავად სააკაშვილი. ახლა გამოიყვანეს გივი თარგამაძე, რომელიც უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა თავისი საზოგადოებისა და ქვეყნის მიმართ. მუქარის შემცველი ტონი, სამწუხაროდ, ყოველთვის შეინიშნებოდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების განცხადებებში. ამ შემთხვევაში გივი თარგამაძის მხრიდანაც იგივე მოვისმინეთ. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, რამდენად შესაძლებელია, რომ პასუხიც მოეთხოვოს ამ ადამიანს, რადგან იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უჯდებათ საქართველოში წესრიგის აღდგენა და სიმშვიდის შენარჩუნება, ასეთი ტიპის მუქარები პირდაპირ არის გალაშქრება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner