logo_geo
eng_logo
EUobserver: ევროკავშირმა ჯერ კიდევ დეკემბერში აღიარა საქართველოს მზადყოფნა, მიიღოს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:18



დღეს, ერთ-ერთ წამყვან ევროპულ გამოცემაში (EUobserver) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „პარლამენტის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას", რომელიც საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის წევრების აქტიურ და მტკიცე პოზიციას ეხება. სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში მიიღებენ. სტატიაში მოყვანილია ევროპარლამენტის ბრიტანელი წევრის კლერ მუდის სიტყვები, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. კლერ მუდი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა სათანადოდ უნდა დააფასოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ევროპარლამენტის წევრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აღიარა საქართველოს მზადყოფნა, მიიღოს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის (LIBE) წევრთა უმრავლესობამ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მისცა ხმა. საქართველოსთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას კომიტეტმა 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი ორშაბათს (6 სექტემბერი) დაუჭირა. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მთავრობების მიერ ამ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გადაიდო. ეს უკავშირდებოდა გერმანიის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყანაში დანაშაულების რიცხის ზრდაში წვლილი ქართულ ბანდიტურ დაჯგუფებებს მიუძღოდათ. ბერლინის მოთხოვნით, სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბლოკი შეიმუშავებდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მარტივ მეთოდს. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. ივნისში Euobserver-თან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შეთანხმების წარუმატებლობის შემთხვევაში, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულ პარტიებს გამარჯვების შანსი გაუჩნდებოდათ. კლერ მუდიმ, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.


„მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო შეფასებით, საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის მზად 2015 წლის დეკემბერში იყო, შენგენის ზონის ფარგლებში უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მრავალჯერ გადაიდო", - განაცხადა პარლამენტის წევრმა და ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ Euobserver-ისთვის ორშაბათს დაწერილ ღია წერილში.


„ახლა ევროკავშირმა უნდა აღიაროს საქართველოს წარმატება".


ამავდროულად, LIBE-მ დღის წესრიგში ასევე დააყენა სავიზო რეჟიმის გაუქმება უკრაინის მოქალაქეებისთვისაც, თუმცა ევროკავშირის ეს ინსტიტუტი კოსოვოს მოქალაქეთათვის აღნიშნული უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ჩიხში მოექცა. გასულ წელს ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს უვიზო რეჟიმის მოპოვებისათვის საჭირო ტექნიკური წინაპირობები, ხოლო მაისში სიას თურქეთი და კოსოვო შეუერთდნენ. თუმცა ყველა ამ პროექტის განხორციელება შეფერხდა. ამ თვის მანძილზე კომიტეტი გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებითაც მიიღებს. თუმცა უკრაინისთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე უარყოფითად აისახება ქვეყნის უუნარობა, ეფექტურად ებრძოლოს კორუფციას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner