logo_geo
eng_logo
„საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს
- +

1 აგვისტო. 2023. 16:16

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის   გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

 

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ბუჩქნარისა და ნატანისაგან  2 კილომეტრი სიგრძის  კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.

 

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს; 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

 

დამშრობ მასივზე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში  დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner