„დილით ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, ყველა რადიკალ ოპოზიციონერს თავისი ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა. სამშობლოს მოღალატეებს და ომის პარტიას შეახსენა, აქ ვინ არის უფროსი“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ, მთელი რადიკალური ოპოზიცია გამოეფინა და “დაიწყეს წკავწკავი”, ვინაიდან მწარე სიმართლე არ მოეწონათ.
“დილით ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, ყველა რადიკალ ოპოზიციონერს თავისი ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა. სამშობლოს მოღალატეებს და ომის პარტიას შეახსენა, აქ ვინ არის უფროსი.
რა გააკეთეს ამის მერე მანქურთებმა?! დალაგდნენ მწკრივად და დაიწყეს წკავწკავი, მთელი რადიკალური ოპოზიცია გამოეფინა და ახტუნავდნენ ზუსტად ისე, რწყილებს რომ დუსტს დააყრი...
ასეა, სიმართლე მწარეა და არ მოსწონთ ნაცებს და მის ანასხლეტებს, მაგრამ ვერსად გაექცევიან.” - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.