„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის facebook-პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაშინ, როდესაც ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება. მიაბრძანეთ სადაც მისი ადგილია!!!“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“.