logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციის გაჭიანურების პრობლემა სწორედ ევროკავშირშია
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:19


 

„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება, ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება",- გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილეხმიანება და  „რეპორტიორთან"   საუბრისას აცხადებს, რომ  ეს  შეფასება სწორია და პრობლემა სწორედ ევროკავშირშია.


„სწორი შეფასებაა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ჯერ უვიზო გადაადგილების შეჩერების პროცედურა გაემარტივებია და ამის შემდეგ ეფიქრა ახალი  ქვეყნების დამატებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე რომ მიდგა საქმე, დაისვა საკითხი, რომ  მოდი, ჯერ ძველი წევრების ვიზა-ლიბერალიზაციის გამარტივებული შეჩერების მექანიზმი შევქმნათო. ამან თავისთავად შეაფერხა ახალი წევრების  ჩართვის პროცესი. ასე რომ, ეს შეფასება სწორია - პრობლემები ევროკავშირშია და არა აქ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner