logo_geo
eng_logo
თურქეთში 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

1 აგვისტო. 2023. 21:11

თურქეთში 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს (AFAD) ინფორმაციით, მიწისძვრა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, კონიას პროვინციაში მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი 7,83 კილომეტრის სიღრმეზე, სელჩუკლუს რაიონში მდებარეობდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner