ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თემურ ჭკუასელის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის დონეს მიაღწევს. ჭკუასელმა ასევ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ისაუბრებს, ოთხი წლის განმავლობაში რა გაკეთდა და სამომავლო გეგმებზე.
„ყველა ტენდენცია, რაც ქვეყანაში ხდება, ამაზეა აგებული. საქართველოში როგორი ინვესტიციები შემოდის, განსახორციელებელი რა არის -ამ ოთხ წელიწადში ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს გეგმებზე და როგორ განვითარდება საქართველო. როდესაც ყველა რეალურ შედეგს ნახავს, დავინახავთ, რომ 2030 წელს მივაღწევთ ევროპული დონის ეკონომიკას.
არსებობს სამხრეთ კორიის მაგალითი, რომელმაც ზუსტად ისეთი რეფორმები დაიწყო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ხორციელდება, პირველ რიგში განათლება. ქვეყანას ადამიანები სჭირდება, რომელებიც აზროვნებას დაიწყებენ სრულიად განსხვავებულად. ახლა მოდის საოცარი ახალგაზრდობა, რომელიც ქვეყანას გამოადგება",- განაცხადა ჭკუასელმა.