"მოლოდინი იყო, რომ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა და ასეც არის," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
„ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარი ასევე წარმატებული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. არ არის გამორიცხული გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდეს ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რომელიც უკვე ფაქტად გვაქვს დაფიქსირებული“, - აცხადებს დუნდუა.