logo_geo
eng_logo
უნგრეთის შს მინისტრმა ბაიდენის ადმინისტრაცია უნგრელებზე შურისძიებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა
- +

2 აგვისტო. 2023. 01:28

უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ზოლტან კოვაჩმა ბაიდენის ადმინისტრაცია უნგრელებზე შურისძიებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში ტურისტული ან ბიზნესის მიზნით 90 დღემდე უვიზოდ. ამისთვის მათ მხოლოდ მოგზაურთა ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია სჭირდებათ.

თუმცა, პირველი აგვისტოდან უნგრეთის პასპორტის მფლობელთათვის ESTA-ს მოქმედების ვადა ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება, ასევე უნგრეთის მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში შესვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.

როგორც POLITICO აღნიშნავს, 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ განახორციელა პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, ეთნიკურ უნგრელებს საზღვარგარეთ - მათ შორის რუმინეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში - უნგრეთის მოქალაქეობა მიენიჭათ.

ასობით ათასი პასპორტია გაცემული უნგრეთის მთავრობის მიერ გამარტივებული ნატურალიზაციის პროგრამის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მკაცრი მექანიზმების გარეშე“, - აღნიშნა უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშით, დაახლოებით 700-მა არაუნგრელმა თაღლითური გზით მოიპოვა უნგრეთის პასპორტი და მათგან, სულ მცირე, 65-მა ისარგებლა აშშ-ის უვიზო რეჟიმით.

უნგრეთი არ გაამჟღავნებს ორმაგი მოქალაქეობის მქონდე საზღვრებს მიღმა მყოფი უნგრელების მონაცემებს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია შურს იძიებს უნგრელებზე უვიზო რეჟიმის ახალი შეზღუდვით“, - აღნიშნა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner