logo_geo
eng_logo
საფრანგეთი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს
- +

2 აგვისტო. 2023. 01:49

გასულ კვირას ნიგერში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ანტიფრანგული განწყობების გამო, საფრანგეთი ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

როგორც BBC-ი იუწყება, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ საფრანგეთის საელჩო იქცა.

აქციის მონაწილეები საფრანგეთის საელჩოსთან სკანდირებდნენ „გაუმარჯოს რუსეთს“, „გაუმარჯოს პუტინს“ და „ძირს საფრანგეთი“. მათ საელჩოს შენობის კედლებს ცეცხლი წაუკიდეს“, - წერს BBC-ი.

ნიგერი, რომელიც მდიდარია ურანით, დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო საჰელში ჯიჰადისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და საფრანგეთსაც და აშშ-საც იქ სამხედრო ბაზები აქვთ.

მას შემდეგ, რაც მალის სამხედრო ლიდერებმა 2021 წელს „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებთან პარტნიორობა აირჩიეს, საფრანგეთმა თავისი რეგიონული ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრი ნიგერში გადაიტანა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევაკუაცია სამშაბათს დაიწყება შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

ნიგერში საფრანგეთის დაახლოებით 600 და გერმანიის 100-მდე მოქალაქეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner