ისლანდიამ მოსკოვში თავისი საელჩოს ფუნქციონირება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
ივნისის დასაწყისში ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დღევანდელი ვითარება მცირე დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს.
ისლანდია ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსგავსი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა, ოფიციალური რეიკიავიკი განმარტავს, რომ ეს არ არის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა.
„როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, ისლანდია პრიორიტეტს მიანიჭებს მოსკოვში ისლანდიის საელჩოს საქმიანობის განახლებას“, - ნათქვამია ისლანდიის საგარეო უწყების განცხადებაში.