პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს, რომ უკრაინის ელჩი პოლონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.