უკრაინაში, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო კომისართან, რომელიც ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
გამოძიების განცხადებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის პერიოდში სამხედრო კომისარმა, ანატოლი პიკალომ 350 000 დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა.
გამოძიება ასევე აცხადებს, რომ ოლქის ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრის ხელმძღვანელმა მამამისს რამდენიმე მანქანა და ქალაქ დნიპროში ორი ბინა გადაუფორმა.
მან ასევე დაარეგისტრირა საწარმო ოჯახის წევრის სახელზე, რომელმაც შეიძინა არასაცხოვრებელი ფართი (დაახლოებით 500 მ²). თუმცა, საგადასახადო ორგანოში აღნიშნული ეკონომიკური სუბიექტის შემოსავლების შესახებ ანგარიშები არ შესულა.