logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ალასანიას რიტორიკა თანხვედრაშია გიგა ბოკერიას რიტორიკასთან
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:23



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში განცხადა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა" თავისი სახე არც ისე კარგად აჩვენს.



გახსოვთ, როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ და განაცხადეს, რომოცნებამ" პროდასავლური კურსი შეცვალა. შემდეგ ბოდიში მოიხადეს, რომ გააზრებული და დალაგებული არ ჰქონდათ რაღაც. მათი ლიდერი დღესაც ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. თავდაცვაზე უამრავი განცხადებ მქონდა ჯერ კიდევ პრემიერობის დროს, რომ იქ ტენდერები არ ჩატარდა, ხალხი იწამლებოდა, ვცდილობდი ყველანაირად, მას ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი პრემიერობიდან, რომ დალაგებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა. ალასანია აკეთებს უსაფუძვლო განცხადებებს, რომ მოსამართლეზე ივანიშვილისგან ხდება ზეწოლა, მოსამართლე ეძებს თავშესაფარს საზღვარგარეთის ქვეყანაში. მერე გამოდის მოსამართლე, რომ მსგავსი არაფერი არ ხდება. კოალიციიდან ახალი გასული კაცი ამბობს, რომ პროკურატურა არის პოლიტიზირებული. ექსპერტზეა ზეწოლაო, მეორე თუ მესამე დღეს გამოდის ექსპერტი და აღმოჩნდა, რომ არსად არ მოიტაცეს. ვხედავთ, რომ აქაც ცრუობს. უამრავი სიცრუის ტირაჟირება დაატრიალეს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.



მისივე თქმით, ალასანიას რიტორიკა თანხვედრაშია გიგა ბოკერიას რიტორიკასთან, რადგან  ერთნაირ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს „რუსთავი 2" არის თავისუფალი მედიის ბოლო პლაცდარმი.



ალასანიამ იცრუა მოსამართლეზე, ექსპერტზე, ამ კაცს რამე დაეჯერება? გუნდის წევრებმა მშვენივრად იციან, რომ ჩემი პირადი ინტერესები არ არსებობს, თუმცა მაინც მიყვებიან ლიდერის დინებას. გუნდის წევრები ერთ კაცზე მორგებული არიან, ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი გუნდი, უფრო დიდი და ძლიერი აგერ ცხვირწინ გვყავს და ცხრა წელი გვყავდა. ასეთი გუნდი სახელმწიფოს არ ჭირდება მართვისთვის. ჩვენ ჯგუფური მმართველობის შედეგი ვნახეთ უკვე. ის, რომ ალასანიას გაუჭირდა და მთელი გუნდი აეკრო, უკვე ვნახეთ. ასეთ გუნდს საზოგადოებამ ხმა არ უნდა მისცეს, გასაგებია, რომ მეგობრები არიან, თუმცა სახელმწიფოში ნუ მოდიან სამართავად. მათ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ ყველასთვის თანაბრად ზრუნავენ და არა მხოლოდ თავის გუნდელებზე. ეს აჩვენაქართულმა ოცნებამ" იგივე ხვედელიძის და კირვალიძის მაგალითზე",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.    



მისივე თქმით, დავით კირვალიძე მისი ფავორიტი იყო და არის დღესაც. 



დიდ პატივს ვცემ, ამერიკის ელჩი ლობირებდა, არ დავიჭირე. შეკითხვები იყო კირვალიძის მიმართ, თუმცა დანაშაული არ დამტკიცდა. ის კულტურულად მოიქცა. ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება. თუ მოდიხარ სამართავად, ფავორიტები და მეგობრები არ არის  საჭირო. ფავორიტი უნდა იყოს არა გუნდი არამედ მთელი საქართველო",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.  

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner