logo_geo
eng_logo
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
- +

1 აგვისტო. 2023. 23:26

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

უწყების ცნობით, ვერტმფრენები წვრთნებში მონაწილეობდნენ, რის შესახებაც ბელარუსმა პოლონეთს წინასწარ შეატყობინა. ინციდენტი დასახლებული პუნქტი ბელოვეჟის მახლობლად მოხდა, ვერტმფრენებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე ძალიან მცირე სიმაღლეზე დაარღვიეს, რაც რადიოლოკაციის სისტემების მიერ მათ აღმოჩენას ართულებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ბრძანებით, საზღვარზე დისლოცირებული სამხედროების რაოდენობა გაიზარდა, ინციდენტის რაიონში კი საბრძოლო ვერტმფრენები გაემგზავრა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ნატოც. პოლონეთის საგარეო უწყებაში განმარტებისთვის ბელარუსის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელიც დაიბარეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner