logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი 8 ოქტომბრის არჩევნებამდე დასრულდეს
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:24



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი 8 ოქტომბრის არჩევნებამდე დასრულდეს.



პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვანია არა „ქართული ოცნებისთვის", როგორც ხელისუფლებისთვის, არამედ ზოგადად პროდასავლური მიმართულების გაძლიერებისთვის.



ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს შესაძლებობა მიეცეს, თავისუფლად გადაადგილდეს ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, თუ მცირე ბიზნესი ვერ შეძლებს თავისუფლად გადაადგილებას ევროპაში, მაშინ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სრულად ვერ იფუნქციონირებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დასრულდება შეჩერების მექანიზმის სრულად ამოქმედებამდე.



მერწმუნეთ, არა იმიტომ, რომ ამას ჩემი პარტიის კონკრეტული ინტერესი მკარნახობს, არამედ პროდასავლური ინტერესის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შედეგი დადგეს არჩევნებამდე და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს რიტორიკის გაძლიერების შესაძლებობა არ მიეცეთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner