logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: იმავე დანაშაულს, რაც ტრამპს არც კი ჩაუდენია, საქართველოში აშშ-ს საელჩო „უწყინარ გაუგებრობას“ უწოდებდა, თუ ამას ISFED ან USAID ჩაიდენდა, ხოლო ამ დანაშაულების „გამპრავებელს“ „ჩემპიონის“ წოდებით შეამკობდა
- +

2 აგვისტო. 2023. 12:47

 

 

იმავე დანაშაულს, რაც ტრამპს არც კი ჩაუდენია თავის სამშობლოში, საქართველოში აშშ-საელჩო "უწყინარ გაუგებრობას" უწოდებდა, თუ კი ამას ISFED-ან USAID-ჩაიდენდა, ხოლო ამ დანაშაულების "გამპრავებელს" "ჩემპიონის" წოდებით შეამკობდა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

დავით ქართველიშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალის წაყენებას ეხმიანება.

 

ფრიმიშას“ საპირწონედ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ კამპანიას ავაგორებდი, საქართველოში ჩამოსვლას და თავშესაფარს შევთავაზებდი. ეს კაცი იმ საგიჟეთისთვის მენანება. მართალია, აქაც დახვდება შერეკილი იდიოტები, მისი ქვეყნის საელჩოსა და მათი მარიონეტების სახით, მაგრამ უმეტესობაში - ნორმალურებთან ექნება საქმე. მისთვის დაუსწრებლად მისჯილ 400 წელიწადს კიდევ 50 მიუმატეს, და სულ რომ „შვაბრა“ არ გამოუშვას ხელიდან, შეწყალებაზე განაცხადის უფლება 2250 წელზე ადრე არ უწევს...

 

იმავე დანაშაულს, რაც ტრამპს არც კი ჩაუდენია თავის სამშობლოში - საქართველოში აშშ-საელჩო "უწყინარ გაუგებრობას" უწოდებდა, თუ კი ამას ISFED-ან USAID-ჩაიდენდა, ხოლო ამ დანაშაულების "გამპრავებელს" - "ჩემპიონის" წოდებით შეამკობდა. ამიტომ, სადა აქვს ნორმალურ ქვეყანას ტრამპი დასაკარგავი - ჩამოდი ბატონო დონალდ, იქ სხვას გადააბარე წინასაარჩევნო ვითარება, შენ აქედანაც დიდ წვლილს შეიტან ჩვენს საერთო გამარჯვებაში - „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“, - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner