logo_geo
eng_logo
პროკურატურამ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა
- +

2 აგვისტო. 2023. 17:30

 

 

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში 581 237 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რაც ფიქტიურად დაარეგისტრირა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე. უკანონო გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მან  აღნიშნული მიწის ნაკვეთები  ოჯახის წევრის სახელზე გადააფორმა, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი გაასხვისა.

 

სამართალდამცავებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner