„დანაშაული ჩაიდინა არასამთავრობო ორგანიზაციამ, წინაპირობა შექმნა ადამიანების ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირების, სამოქალაქო სისხლისღვრის საშიშროება შეიქმნა ქვეყანაში“, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება.
„ნოემბერში უკვე აშკარა გახდა, რომ გაყალბდა პარალელური დათვლა და ცესკოს სწორედ დაუთვლია. რევოლუციური იდეა კი იმაზე იყო დამყარებული, რომ ცესკომ დათვალა არასწორად. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, ხოლო გადამდგარი ჟვანია საკმაოდ სერიოზულ საერთაშორისო თანამდებობაზე მოხვდა მას შემდეგ, რაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი. დანაშაული ჩაიდინა არასამთავრობო ორგანიზაციამ, წინაპირობა შექმნა ადამიანების ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირების, სამოქალაქო სისხლისღვრის საშიშროება შეიქმნა ქვეყანაში. ფაქტია, რომ სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირების აშკარა ნიშნები იყო იმ გაყალბებით“, - აცხადებს ვოლსკი.