logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას
- +

2 აგვისტო. 2023. 17:54

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე განცხადებით ეხმაურება იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, აუცილებელია, რომ საქართველოშიც კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას. „ამერიკაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არჩევნების შედეგების გაყალბების პროპაგანდასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ დამკვეთებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

 

“ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს არის ხალხის ხმების ქურდობა, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წართმევა. ეს არის არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული ქმედება, არამედ - დანაშაული, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს.

 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამორჩეული ამომრჩეველთა აქტიურობითა და ისტორიული გადაწყვეტილებით - მისცენ ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური აღმავლობისა და ძლიერი ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის გარდაუვალი შანსი. მჯერა, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი მანდატი ქართველი ამომრჩევლისგან“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner