logo_geo
eng_logo
ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“ გამოაქვეყნა
- +

2 აგვისტო. 2023. 20:16

საქართველოს ეროვნული ბანკი აგვისტოს თვის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს. ეს ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

2021 წლიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის განახლებული განრიგით გამოქვეყნებაზე გადავიდა. კერძოდ, აღნიშნული პუბლიკაცია ქვეყნდება უკვე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩატარების დღესვე. აღნიშნული ცვლილების მიზანია, საზოგადოებას უფრო ოპერატიულად მივაწოდოთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების უფრო დეტალური ახსნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner