logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ISFED-ში იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაგრამ უტიფრად აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის რყევას. ზუსტად ანალოგიური საქმისთვის ახლა ბრალი აქვს წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ არავინ დასჯილა
- +

2 აგვისტო. 2023. 21:37

"იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაგრამ უტიფრად მაინც აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის რყევას," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ISFED-ზე საუბრისას განაცხადა. მან 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის მცდარ შედეგებსა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე წაყენებულ ბრალდებას შორის გაავლო პარალელი.

ზუსტად ანალოგიური საქმისთვის ახლა ბრალი აქვს წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ კიდე არავინ დასჯილა. მინდა ვთხოვო ამერიკის საელჩოს, იმიტომ რომ ისინი აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს - რანაირად ხდება ეს, ორმაგი მიდგომა გვაქვს? იქ თუ ეს დანაშაულად ითვლება, აქ ყველაფერი მოსულა?“ - ამბობს ზარქუა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner