logo_geo
eng_logo
რომის პაპი: შეგვიძლია ევროპას ვკითხოთ - სად მიცურავ, თუ არ უჩვენებ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზას უკრაინაში ომის დასასრულებლად?
- +

3 აგვისტო. 2023. 01:20

რომის პაპმა ფრანცისკემ ეჭვი გამოთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები სწორი მიმართულებით მიდიან მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, დაწყებული უკრაინიდან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია ვკითხოთ მას: სად მიცურავ, თუ არ უჩვენებ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზას უკრაინაში ომის დასასრულებლად?“ - განაცხადა რომის პაპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოცნებობს ევროპაზე, რომელიც თავის უზარმაზარ ნიჭს კონფლიქტების მოსაგვარებლად იყენებს.

მსოფლიოს სჭირდება ევროპა, ჭეშმარიტი ევროპა: მას სჭირდება მისი, როგორც ხიდისა და მშვიდობისმყოფელის როლი მის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში“, - დასძინა რომის პაპმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner