"უაღრესად წარმატებული ყოფილი პრეზიდენტისა და წამყვანი კანდიდატისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა," - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელსაც ბრალი წაუყენეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
დონალდ ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალითა და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს ადგილი.
„ამერიკა დაღმასვლის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდებულს, ვიდრე ოდესმებ ყოფილა“, - აღნიშნა ტრამპმა.