logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:27



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა დასაქმების შესახებ. საუბარია 2016 წლის მეორე კვარტლის შედეგებზე.



მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაფიქსირებულია დასაქმების 5.7%-იანი ზრდა ანუ რაოდენობრივად 32 500-ით მეტი ადამიანი დაასაქმა კერძო სექტორმა.



ეს ნამდვილად არის ნდობის შედეგი. ეს ნამდვილად არის იმ ბიზნესგარემოს შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის შექმნილი. ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და როცა წინასაარჩევნო პერიოდში კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ნამდვილად იმსახურებს მადლობას ნდობისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს', - განაცხადა ქუმსიშვილმა.



ეკონომიკის მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის მიხედვით, კერძო სექტორში 601 000 ადამიანია დასაქმებული.



თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ზრდა ჩვენ გვქონდა მცირე საწარმოებში და აქ დაფიქსირდა 12,8%-იანი ზრდა. ეს არის 16 823 ადამიანი. ჩვენ გვქონდა მსხვილ საწარმოებშიც ზრდა და ეს შეადგენს 7.3%-. რაოდენობრივად ეს არის 24 896 ადამიანი. სულ მსხვილ საწარმოებში დღეს დასაქმებულია 365 861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში 86 000", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



მისივე ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ მთლიან დასაქმებებში ლიდერობს ვაჭრობა 25.5%-ით. მას მოჰყვება მრეწველობა 18.7%-ით, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 10.3%-ით, ტრანსპორტი-კავშირგაბმულობა 10%, მშენებლობა 10%.



ქუმსიშვილის განმარტებით, ზრდა არის საშუალო თვიურ ხელფასშიც. მისივე თქმით, ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 973 ლარი, ეს არის 14.8%-ით მეტი 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ხოლო 3.8%-ით 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner