logo_geo
eng_logo
ბორელი: უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები ამძიმებს გლობალურ სასურსათო მდგომარეობას
- +

3 აგვისტო. 2023. 01:13

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაგმო რუსეთის უახლესი სარაკეტო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ.

რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს კიევზე, ოდესასა და დუნაის მდინარეზე უკრაინის პორტებზე.

უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე ეს მიზანმიმართული თავდასხმები ამძიმებს გლობალურ სასურსათო მდგომარეობას, რაც საფრთხეში აყენებს მილიონობით ყველაზე მოწყვლად ადამიანს“,- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner