logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინა მიზნად ისახავს მშვიდობის გლობალური სამიტის შემოდგომაზე გამართვას
- +

3 აგვისტო. 2023. 00:55

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიზნად ისახავს მშვიდობის გლობალური სამიტის შემოდგომაზე გამართვას.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ აგვისტოში უკრაინელი დიპლომატები უნდა მოემზადონ მსოფლიოში ახალი პოლიტიკური სეზონისთვის, რათა ახალი სეზონი, წინა სეზონების მსგავსად, მსოფლიოში პროუკრაინული გახდეს.

შემდეგი ნაბიჯი იქნება მშვიდობის გლობალური სამიტის ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს ამ შემოდგომაზე. ეს არის ძალიან მალე, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო სამიტის მოსამზადებლად და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ჩართვაზე. ეს დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, უკრაინის ელჩების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მშვიდობის ფორმულის განხორციელება უნდა იყოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner