„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დენ მიუზერმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების საკითხზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა, რომ დაუჯერებელია, რომ ეს შეერთებულ შტატებში ხდება.
„გამოკითხვებში ტრამპის რეიტინგის ზრდასთან ერთად კიდევ ერთი არასერიოზული ბრალდება [მივიღეთ]. ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებით მტკიცებულებების მატებასთან ერთად ტრამპს ბრალი წაუყენეს. ამერიკელმა ხალხმა უნდა გაიგოს. ჩვენ გვყავს უკიდურესად კორუმპირებული ადმინისტრაცია. არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტის შეჩერებას ცდილობენ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.