logo_geo
eng_logo
კონგრესმენი დენ მიუზერი: ჩვენ გვყავს უკიდურესად კორუმპირებული ადმინისტრაცია - არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტის შეჩერებას ცდილობენ
- +

2 აგვისტო. 2023. 23:26

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დენ მიუზერმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების საკითხზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა, რომ დაუჯერებელია, რომ ეს შეერთებულ შტატებში ხდება.

გამოკითხვებში ტრამპის რეიტინგის ზრდასთან ერთად კიდევ ერთი არასერიოზული ბრალდება [მივიღეთ]. ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებით მტკიცებულებების მატებასთან ერთად ტრამპს ბრალი წაუყენეს. ამერიკელმა ხალხმა უნდა გაიგოს. ჩვენ გვყავს უკიდურესად კორუმპირებული ადმინისტრაცია. არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტის შეჩერებას ცდილობენ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner