logo_geo
eng_logo
G7-ის ელჩები: უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში კერძო სექტორის ჩართვისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
- +

2 აგვისტო. 2023. 23:38

„დიდი შვიდეულის“ (G7) ელჩებმა დაასახელეს ის მოსალოდნელი ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც უკრაინას ომის შემდგომი აღდგენისა და დასავლური ინვესტიციების მოსაზიდებლად სჭირდება.

ელჩები უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდნენ და ისაუბრეს უკრაინის აღდგენის კონფერენციის შემდეგ მომდევნო ნაბიჯებზე.

უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში კერძო სექტორის ჩართვისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - აღნიშნეს „დიდი შვიდეულის“ ელჩებმა.

მათ აღნიშნეს, რომ ამისთვის უკრაინისგან ანტიკორუფციულ სფეროში რიგ ნაბიჯებს მოელიან, კერძოდ: კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის დროულად დანიშვნა, პოლიტიკური პარტიების ქონებრივი დეკლარაციისა და ფინანსური ანგარიშგების სისტემის აღდგენა, ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner