საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის, MLS-ის კლუბ „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ლობჟანიძე ამერიკულ გუნდს სპეციალური წესით შეუერთდა, რომელიც 2007 წელს დევიდ ბექჰემის ტრანსფერისთვის შეიქმნა და მისი მიხედვით, გუნდს საშუალება ექნება ფეხბურთელს ლიგის მიერ დაწესებულ ზღვარზე დიდი ხელფასი გადაუხადოს.
საბა ლობჟანიძე გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ რიგით მესამე ფეხბურთელია, რომელიც აშშ-ში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შემტევს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისისა“ და „ჩიხურას“ გარდა დანიის „რანდერსში“ და თურქეთის სამ კლუბში - „ანკარაგუჯუში“, „ჰატაისპორში“ და „ქარაგიუმრუქში“ უთამაშია. მის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 34 მატჩში 3 გატანილი გოლია.