18-წლიანი ქორწინების შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო მეუღლეს, სოფი გრეგუარს შორდება. ამის შესახებ თავად კანადის მთავრობის მეთაურმა განაცხადა.
„მე და სოფის გვსურს გაგიზიაროთ, რომ მრავალი რთული და დამაფიქრებელი საუბრის შემდეგ, მივიღეთ დაშორების გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ტრუუდოს განცხადებაში.
„როგორც ყოველთვის, ჩვენ ვრჩებით მეგობრულ ოჯახად, ღრმა სიყვარულით ერთმანეთის მიმართ და ყველაფრის მიმართ, რაც ავაშენეთ და ვაშენებთ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს და მათ პირად ცხოვრებას“, - აღნიშნა ტრუდომ.