პოლონეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა სურს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გაგებას, - განაცხადეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"პარტნიორებმა თავიდან უნდა აიცილონ ისეთი სიტყვები და ქმედებები, რომელიც ზიანს აყენებს კარგ ურთიერთობას", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ პოლონეთი მოელის, რომ უკრაინა მზად იქნება, გაითვალისწინოს ვარშავის პოზიცია როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის დაცვის საკითხზე, ასევე სხვა საკითხებზეც.