logo_geo
eng_logo
ოლგა სკაბეევა: რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ
- +

3 აგვისტო. 2023. 11:49

 

 

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ“, - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ. ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, სკაბეევამ კომენტარი გააკეთა საკრუიზო ლაინერ „Astoria Grande“-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. იგი უკმაყოფილოა, რომ შეურაცხყოფის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ.

 

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ“, - განაცხადა ოლგა სკაბეევამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner