logo_geo
eng_logo
დაბა ნასაკირალში და სოფელ ძიმითში სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

3 აგვისტო. 2023. 12:05

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. დაბა ნასაკირალში და სოფელ ძიმითში სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც ფეხბურთის და კალათბურთის სათამაშოდ არის განკუთვნილი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

ახალი სპორტული მოედნები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გახსნა.

 

„გავითვალისწინეთ ახალგაზრდების თხოვნა და სოფელ ძიმითსა და დაბა ნასაკირალში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია გავაკეთეთ. ფეხბურთის და კალათბურთის სათამაშოდ, დღეიდან აქ ახალი სტადიონები იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის.

 

სპორტის პოპულარიზაცია და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, წინასაარჩევნოდ ჩვენს მიერ წარდგენილი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი სიახლე გვექნება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner