logo_geo
eng_logo
გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
- +

3 აგვისტო. 2023. 13:16

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დაესწრნენ. მათ მორაგბეები გაამხნევეს და საფრანგეთში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

 

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner