პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ნიკა რურუასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა რურუაზე...
90-იანი წლების თბილისში, ჩაბნელებულ, მშიერ და გაყინულ ქალაქში, ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთზე. ვინ იყო წესიერი კაცი! ვინ უნამუსო და ფლიდი, ვინ მკვლელი და ყაჩაღი, ვინ გმირი და ერისკაცი! ჰოდა, ეს რურუა იმ უბრალო ნაძირალათაგანი იყო, ვინც იარაღის ლულას ამოფარებული (მსუბუქად ვიტყვი) ფულს შოულობდა. ისე, შიშისგან იფსავდა კიდეც, მაგრამ იარაღით „კაცი" იყო. მერე, როცა დაწყნარდა თბილისი, ნიკასნაირი ტურები გაქრნენ... ნიკაც გაქრა... ორიათასიანებში გამოჩნდა ისევ... სათვალე გაიკეთა, „კოსტუმი" ჩაიცვა და სააკაშვილის სუნიან გალიფეს ამოეფარა.
ახალ რეალობაში (უიარაღო, დაწყნარებულ და დიქტატის ქვეშ მყოფ თბილისში) ფულის შოვნის ახალი მეთოდები იყო საჭირო და თბილისის ქუჩებში ნაშნირავებმა რურუამაც ეროვნული მუზეუმის გაქურდვის და ისტორიული ექსპონატების გაყიდვის სერიოზული პროექტი მიიტანა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან!
ასე გახდა ჩემი დროის თბილისის სამარცხვინო ბიჭი საქართველოს კულტურის მინისტრი!!!
დანარჩენი შემდეგ!.." - წერს ხათუნა ხოფერია.