logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების გონივრული ნაბიჯების სისწორე რადიკალურ ფრთაშიც ზოგიერთს „შემოეღიარა“ და ვერ დამალა, ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად მიღწეული წინსვლით ოპოზიცია მხარდამჭერებს კარგავს
- +

3 აგვისტო. 2023. 15:25

 

 

„რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გარანტი საერთაშორისო ომის პარტიაა და სწორედ ამიტომ, ისინი მხოლოდ მათ აღიარებენ და არა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას და განვითარების პერსპექტივას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ რუსეთუმეობის ბრალდება ჩავარდა და ახლა რადიკალური ოპოზიცია ჩინეთუმეობაზე გადაერთო და მათი საბოლოო მიზანი, ქვეყნის განადგურებაა.

 

„რუსეთუმეობის ბრალდება ჩავარდა, ახლა ჩინეთუმეობაზე გადაერთო რადიკალური ფრთა, რომელიც ისევ ვნებს ქვეყანას. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - როგორმე გაანადგურონ საკუთარი ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ანდობს ხელისუფლებას ქართველი ხალხი.

 

რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გარანტი საერთაშორისო ომის პარტიაა და სწორედ ამიტომ, ისინი მხოლოდ მათ აღიარებენ და არა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას და განვითარების პერსპექტივას. ქვეყნის „ცხელ ბომბებში გახვევაც“ კი მისაღებია, თუკი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. მათთვის ისიც მისაღებია, რაც მათივე მოწონებულ ქვეყნებში კატეგორიულად მიუღებელია.

 

ხელისუფლების გონივრული ნაბიჯების სისწორე რადიკალურ ფრთაშიც ზოგიერთს „შემოეღიარა“ და ვერ დამალა. ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად მიღწეული წინსვლით ოპოზიცია მხარდამჭერებს კარგავს. ბუნებრივია, მათი მხრიდან ფაქტების დამახინჯება და პოზიტიური პროცესების მარგინალიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდება მომავალში. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ქვეყნის წინსვლის პროცესები დაწყებულია და ამას ვეღარავინ შეაჩერებს. ამას თავადაც ხვდებიან,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner