logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია უკვე გამოხატავს სრულ კაპიტულაციას
- +

3 აგვისტო. 2023. 16:17

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. ასე უპასუხა მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას.

 

„ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სამართლიანი, იმ უსამშობლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, რითაც გამოირჩევა ზოგადად ეს ოპოზიციური სპექტრი. ვიცით, რომ ისინი ისედაც დაცლილები არიან ყოველგვარი ღირებულებებისგან. ახლაც, არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ უკვე გამოხატავენ სრულ კაპიტულაციას“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner